irex
ENG | GEO

IREX წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, თავისუფალი მედიის გაძლიერებისა და საზოგადოების პლურალისტური განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ და ლიდერულ პროგრამებს.

ორგანიზაცია დაარსდა 1968 წელს და მის წლიურ პორტფოლიოს 50 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს. IREX-ში 400-მდე პროფესიონალი არის დასაქმებული მსოფლიო მასშტაბით. IREX და მისი პარტნიორი IREX Europe 50-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას და მრავალფეროვან პროგრამებს.


მცირე გრანტების პროგრამა

 

შენიშვნა: მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება 2010 წლის შემოდგომის ეტაპზე. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა ორშაბათი, 25 ოქტომბერი, 2010.  

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მცირე გრანტების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ECA-ს გარკვეული პროგრამების კურსდამთავრებულებს მიიღონ გრანტი საზოგადოებრივი და პროფესიული განვითარებისათვის.

 

მცირე გრანტების პროგრამის მიზანია პროგრამის კურსდამთვრებულთა შემდგომი პროფესიული განვითარება.

 

გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 3 000 აშშ დოლარს. თანხა შესაძლებელია დაიხარჯოს შემდეგი საქმიანობის განსახორციელებლად:

  • პილოტური პროგრამის წამოწყება არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ აკადემიურ დაწესებულებაში
  • გამართონ კონფერენია ან ტრენინგი კოლეგებისათვის ად/ან სხვა კურსდამთავრებულთათვის
  • დააფინანსონ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კოლეგების მგზავრობა ევრაზიის ქვეყნებში კონფერენციების, ტრენინგების და პროფესიული თანამშრომლობის განსახორციელებლად
  • ჩამოაყალიბონ და გამოაქევყნონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მასალა.
  • გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ბუკლეტისა ან ბროშურის სახით
  • განახორციელონ ნებისმიერი სხვა პროექტი რომელიც უპასუხებს პროგრამის მიზნებს და რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი შესარჩევი კომიისია ან ECA.

ამჟამად მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამისა (Muskie) და ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს (UGRAD).

 

მცირე გრანტების პროგრამა ცხადდება წელიწადში ორჯერ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე alumni@irex.ge, აგრეთვე დარეკოთ ან გვეწვიოთ IREX ის ოფისში.

 

 

შენიშვნა: მცირე გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს ონლაინ რეჯიმში. ონლაინ სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://oas.irex.org/asg_muskie_ugrad

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები

 


მიმაგრებული დოკუმენტები
სააპლიკაციო ფორმის შევსების ზოგადი ინსტრუქციები    164 KB
ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების ინსტრუქციები    279 KB


Powered by ITDC Site Admin